“როცა ხვდები, რომ სასურველი აღარ ხარ…“ – რა მოხდა შორენა ბეგაშვილის პირადში?

376

„ბეგაშვილს ქურდი მოსწონს?“, „რას იძახი შანსი არაა!“, „რატომ არა რა მოხდა, არ შეიძლება შეუყვარდეს?“…

ეს მითქმა-მოთქმა ბეგაშვილის პირადზე ხომ გახსოვთ? ისიც ხომ გახსოვთ თავადვე რომ თქვა შეყვარებული ვარო…

ისიც თქვა ჩემი ცხოვრების დიდი სიყვარულიაო, ჰოდა, ხომ იცით სიყვარულმა ასაკი არ იცის, ის ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი.

ეს იმიტომ გითხარით, რომ მინდა შორენას ინსტაგრამ „სთორების“ შესახებ გითხრათ.

ესპანეთიდან დაბრუნებულმა მსახიობმა საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობის დეტალები გაამხილა.

მან „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ მიმდევრების კითხვებს უპასუხა და საყვარელი მამაკაცი რამდენჯერმე საეჭვოდ ახსენა.

როდესაც ბეგაშვილს ჰკითხეს, აპირებს თუ არა გათხოვებას, შორენამ უპასუხა, რომ თავს იკავებს დაოჯახებისგან სანამ იდეალურ მამაკაცს არ იპოვის.

მას შემდეგ, რაც შეახსენეს, რომ იდეალური მამაკაცი უკვე იპოვა, შორენამ აღნიშნა, რომ მიუხედავად თავისი აღმოჩენისა, სურს იმ მამაკაცმაც აღმოაჩინოს.

მორიგი კითხვა ურთიერთობის დასრულებას ეხებოდა. ქალმა შორენას რჩევა ჰკითხა, როგორ უნდა დაასრულოს 8-წლიანი ურთიერთობა, რაზედაც მსახიობმა უპასუხა, რომ კაცს მაშინ უნდა დაშორდეს, როდესაც ხვდება, რომ მისთვის სასურველი აღარ არის.

უცნობია ამ მინიშნებებით შორენა რაიმეს თქმას ცდილობს თუ არა მისი საყვარელი მამაკაცისთვის, თუმცა ერთი რამ ცხადია, წყვილს შორის ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც გარედან ჩანს.

მიუხედავად იმისა, რომ შორენა ხშირად აღნიშნავს, რომ მანძილი, რაც მასა და მის ახალ სიყვარულს შორის არსებობს, მხოლოდ კარგის მომტანია, როგორც ჩანს, სიშორემ წყვილს შორის ეჭვები გააჩინა.