გუშინ, 5 სექტემბერს Georgian Airways-ის თვითმფრინავი, პილოტმა თემურ თოლომაშვილმა უსაფრთხოდ დასვა. მან, დაახლოებით, 180 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
პილოტის მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია. სოციალურ ქსელში მასზე ბევრი წერს და სხვადასხვა უცნობ ამბავს ავრცელებენ.
დღეს, სწორედ მასზე დაწერა ფეისბუკის პირად გვერდზე ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ.
„დღეს დაიწყო პილოტის ცხოვრებაში ყველაზე რთული ეტაპი. კაცი თავისთვის მშვიდად ცხოვრობდა. მალე გაირკვევა, რომ ნაცია ან ქოცი ან გახარიას აძლევს ხმას და მერე როგორც ხდება ხოლმე“, – წერს სანაია.