პეტრე კოლხმა ფეისბუქში დაწერა:
“ორპირი და ყალბი ადამიანები დიდხანს ვერ უძლებენ თამაშს. ისინი ადვილად შიშვლდებიან. ვითომ ძალიან კეთილები, ძალიან მზრუნველები არიან.
სინამდვილეში სულ ინტრიგებს ხლართავენ, სულ ჭორაობენ, სულ განგიკითხავენ და ცდილობენ სხვაც დააბრკოლონ… აბრკოლებენ კიდეც, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან, ვინც მათი სიტყვებით ბრკოლდება, ის აუცილებლად დასაბრკოლებელია და დიდი სამსახური გაგიწიეს, რომ დროზე ჩამოგაშორეს მოჩვენებითი ვითომ მეგობრები…
ყველა უნდა გაუყენო იმ გზას, რასაც იმსახურებს…
არ შეგეშინდეს მარტო ყოფნის. მარტო მაშინ ხარ, როცა გგონია, რომ გვერდით ვიღაც გყავს და ის მხოლოდ გამყიდველი და ფარისეველია…
ფარისეველთან კი მარტოობას უფრო იგრძნობ, ვიდრე მაშინ, როცა მხოლოდ საკუთარი თავის იმედად რჩები…
ჰოდა, გახსოვდეს, შენი საუკეთესო მეგობარი მხოლოდ საკუთარი თავია… გაუფრთხილდი მას!..”