“რომ შემეშვათ არ გინდათ?…”

411

ჟურნალისტი და პროდიუსერი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობი პირები მის facebook პროფილს არეპორტებენ, რის შედეგადაც სოციალური ქსელის ადმინისტრაცია მას ბლოკავს.

„მოკლედ, ეს რა მადლი მოისხა ამ ფეისბუკის ახალმა ადმინისტრაციამ. ჩაბოღმილი „სასტავების” ვისაც ვისი ბოღმა ჰქონდა უჩივიან და არეპორტებენ გამწარებული. ეს ადმინისტრაციაც ბლოკავს და ბლოკავს ჩემნაირ პატიოსან მომხმარებლებს. რაც აქ ვარსებობ პირველად ვიყავი დაბლოკილი და თან არც ვიცი რატომ. არ მეუბნება ფბ. ხომ და რომ შემეშვათ არ გინდათ ? ეს წესები თუ არ შეცვალა ფბ-მ, დარჩება მარტო ცუკერბერგი და მისი ადმინისტრაცია ამ სივრცეში და ბლოკონ მერე ერთმანეთი“, – წერს მაკა რაზმაძე.