“ყოველთვის შენთან ერთად და ყოველთვის შენთვის, ჩემო ოჯახო!” – როგორ მიულოცა ქმარმა დაბადების დღე ქეთა თოფურიას

364

ქეთა თოფურია იუბილარია, ის 35 წლის გახდა. მას იუბილე მეუღლემ, 37 წლის ბიზნესმენმა ლევ დენგოვმა ორიგინალურად მიულოცა.  არა მხოლოდ ყვავილების თაიგულებით გაუვსო სახლი, არამედ ემოციური ტექსტიც მიუძღვნა სოციალურ ქსელში.

„გილოცავ დაბადების დღეს, ქალს, რომელიც მჩუქნის ბედნიერებას! მზრუნველი დედა, ღირსეული ცოლი – ვამაყობ შენით! 35 წლის ასაკში შეძელი დაგემტკიცებინა საკუთარი თავისა და გარშემო მყოფებისთვის, რომ შრომისმოყვარეობას და პროფესიონალიზმს ნამდვილი შედეგი მოაქვს, რომელშიც ვერავინ შეიტანს ეჭვს! შენ შემდგარი ხარ ყველა კუთხით, საუკეთესო ხარ! განაგრძე შენი სულიერი და შემოქმედებითი ზრდა,
ჩემო სიცოცხლე! მე ყოველთვის გვერდით ვიქნები, ყოველთვის შენთან ერთად და ყოველთვის შენთვის, ჩემო ოჯახო!” – წერს დენგოვი.