“ჩემი პირველი მეუღლე გარდაცვლილია, დანარჩენ ორს ჯანმრთელობას ვუსურვებ…“

449

რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის ქალიშვილი, მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე ჟურნალ „სარკეს“ პროფესიისა და პირადი ცხოვრების შესახებ ესაუბრება. მსახიობის სამი მეუღლიდან ორი – მსახიობი გახლდათ, ზაზა პაპუაშვილი და მიშა გომიაშვილი.

კითხვაზე, ხომ არ იყო ეს ხელშემშლელი ფაქტორი ოჯახური ცხოვრების მოსაწყობად, ნანა ლორთქიფანიძე ასე პასუხობს:

არასდროს ჩამითვლია, რომ ორი მსახიობის თანაცხოვრება შეუძლებელია. პირიქით, როცა საერთო ინტერესები გაქვთ, უფრო უნდა გაუგოთ ერთმანეთს. ამ ურთიერთობების დასრულებას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი, ალბათ, არ არის საჭირო.

ჩემი პირველი მეუღლე გარდაცვლილია, ხოლო დანარჩენ ორს ჯანმრთელობას ვუსურვებ. ქალის ტვირთი საერთოდ მძიმე სატარებელია და უმეტესობა ჩვენი სქესისა ამ ტვირთს სხვადასხვანაირად ატარებს. ცუდი იყო თუ კარგი, ეს ჩემი ცხოვრება იყო, არაფერს ვნანობ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო…“ – ნანა ლორთქიფანიძე.