ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “ტვ პირველზე” მისი გადასვლიდან მცირე ხანია გასული და ეთერში მხოლოდ ორი გადაცემა გავიდა, მაგრამ მასზე მსჯელობენ და ლაპარაკობენ.
გთავაზობთ მის სტატუსს:
“ლაპარაკობენ შენზე, მსჯელობენ შენზე, განგსჯიან შენ…
ვიღაც თავს იმშვიდებს, ეგ რა გადაცემაა, ძველ ამბებს თავიდან ყვებაო, ვიღაც პარტიიდან მიდის რეპორტაჟის გამო, ვიღაც ოთხდღიანი მიმალვის შემდეგ გამოჩნდება, რომ საგანგებო ბრიგინგი მოგიძღვნას ….
სამთავრობო მედია გადაცემებს აკეთებს, ეთერიდან აანონსებენ, რა იქნება ხვალ…. პარლამენტში მედიაფოინთებს აწყობენ, ტროლების ფაბრიკის მუშაკები კლავიატურაზე შენს გვარს აკაკუნებენ და ვინ იცის უკვე მერამდენედ…
ორი გადაცემა გავიდა ეთერში და უკვე ამდენი ყურადღება.
რა მნიშვნელოვანი ფიგურა ვყოფილვარ”.