Bau International Hospital– ი საზოგადოებას სოციალურ ქსელში უზიარებს ინფორმაციას კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლის შესახებ.
“ჩვენი ნეონატოლოგების კიდევ ერთი გამარჯვება და კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე👏👏👏
👧გოგონა, რომელიც დაბადებისას სულ 550 გრამს იწონიდა, დღეს გაეწერა ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებიდან.
💙ლივია ღრმად დღენაკლი 25-ე კვირაზე დაიბადა.
შემდეგ იყო ძალიან რთული გზა ბევრი პრობლემით, უძილო ღამეებითა და პატარ-პატარა გამარჯვებებით, განცდებითა და ემოციებით …
🤱დედა, რომელიც ერთი წამითაც არ დაეჭვებულა, რომ პაწაწუნა ლივია ექიმებთან ერთად აუცილებლად დაძლევდა ამ ყველაფერს და ყველას თავად აიმედებდა🙏
💖სამი თვის შემდეგ ყველამ ერთად სასწაული მოვახდინეთ, გავიმარჯვეთ და ლივია უკვე თავის მშობლებთან და უფროს და-ძმებთანაა🎊
💢დღეს ჩვენი საყვარელი გოგონა ყველა იმ ადამიანმა გააცილა, ვინც უდიდესი წვლილი შეიტანა მის გადარჩენაში💗” – ნათქვამია განცხადებაში.