ჟან-პოლ ბელმონდოს 18 წლის ქალიშვილი სამგლოვიარო ცერემონიაზე ცრემლებს ვერ იკავებს

517

საფრანგეთში, ჟან-პოლ ბელმონდოს ხსოვნას პატივი მიაგეს. მსოფლიომ ლეგენდარული მსახიობი უკანასკნელ გზაზე, „პროფესიონალის“ საკულტო მუსიკის ფონზე გააცილა.

პარიზში გამართულ მასშტაბურ სამგლოვიარო ცერემონიას უამრავი ადამიანი დაესწრო, ბუნებრივია, მათ შორის იყო ბელმონდოსა და ნატი თარდივალის 18 წლის ქალიშვილი, სტელა ევა ანჯელინა ბელმონდო. გოგონა შავ ტანისამოსში იყო გამოწყობილი და ცრემლებს ვერ იკავებდა.