რატომ გადაიდო ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი

367

ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი, რომელიც 25 სექტემბერს ბათუმში უნდა გამართულიყო, კიდევ ერთხელ გადაიდო.
ამის შსახებ ფეისბუქის პირად გვერდზე კულტურის პალატის თავმჯდომარემ, დავით ოქიტაშვილმა დაწერა.

ძვირფასო მეგობრებო!..

უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით იმ მხარდაჭერისა და ინტერესისთვის, რომელსაც თქვენ გამოხატავთ ქალბატონი ნანი ბრეგვაძის საიუბილეო 85 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისადმი.

ბათუმში საიუბილეო კონცერტი დაგეგმილი იყო 2021 წლის 25 სექტემბერს. საქართველოში უკანასკნელ პერიოდში მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, ქალბატონმა ნანი ბრეგვაძემ და სორგანიზაციო-შემოქმედებითმა ჯგუფმა მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, საიუბილეო კონცერტი ბათუმში აღარ ჩატარდეს.

როგორც კი გამოსწორდება ეპიდსიტუაცია საქართველოში და ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება, მხოლოდ მაშინ გვეცოდინება საიუბილეო დასკვნითი კონცერტის კონკრეტული თარიღი, რომელიც დაგეგმილია თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 2021 წლის ბოლომდე.

ქალბატონო ნანი ბრეგვაძისა და საორგანიზაციო ჯგუფის თითოეული წევრისთვის ყველაზე მნიშვენლოვანია ჩვენი თანამემამულეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. დანარჩენი ყველაფერი მოიცდის გვიყვარხართ“.