“შეკრულები არიან ექიმებთან, რომ “აბლაბუდას ქსელში გაბმული” პაციენტი მასთან მიაგზავნოს”

439

ცნობილი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წამლების ხელოვნურად გაზრდილ ფასებს აპროტესტებს.

როგორც ივერი აღნიშნავს, “ვერანაირი კაზინოს თუ ნავთობის მაფია ახლოსაც ვერ მივა ადამიანების სიცოცხლეებით “მობურთავე” სამედიცინო მაფიასთან”.

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

დროა! არა მხოლოდ პოლიტიკოსების, მღდელთმთავრების, კაზინოების და სამშენებლო სამყაროს მაფიოზობების ქეისები იკვლიოთ….არამედ, სააფთიაქო მაფიის! ჰიპოკრატეს სახელით თეთრ ხალათიანი თაღლითების საქმე გამოიძიოთ და მათ იატაკვეშა “სამენი საგმირონია” გამოამზეუროთ. ჯერ ერთიც,წამლების ფასები თაღლითურად აქვთ 200-300% ით გაზრდილი და მეორეც, შეკრულები არიან ექიმებთან რომ “აბლაბუდას ქსელში გაბმული” პაციენტი…მასთან მიაგზავნოს და რაც შეიძლება მეტი წამალი გამოუწეროს. აღარაფერს ვამბობთ ნარკოტიკული ზემოქმედევის წამლების დახლქვეშიდან გაცემებისა.

ამას წინათ…სრულიად ჩვეულებრივ 28-აბიან წამალში 225ლარი(!) მთხოვეს. შემდგომ კი ავსტრიაში ვნახე 30 ევროდ ეყარა აფთიაქებში.

რაც უფრო დრო გადის ..მით უფრო ვრწმუნდები რომ ვერანაირი კაზინოს თუ ნავთობის მაფია ახლოსაც ვერ მივა ადამიანების სიცოცხლეებით “მობურთავე” სამედიცინო მაფიასთან!!!”-წერს თამარ ივერი.