“გუშინ ქალაქის ცენტრში ჩამიცხრილეს ნიკო! ყველაზე ნათელი გონების ადამიანი…ჩვენი იმედი, რომ ვეუბნებოდი ამას, იცინოდა-გაჩერდიო”
ვერაზე სისხლიანი გარჩევისას დაჭრილი 22 წლის ნიკო კვარაცხელია გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
ახალგაზრდა ბიჭს ჭრილობები გულმ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ნიკო კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ტრაგედიას ეხმაურება კვარაცხელიას ოჯახის ახლობელი ხათუნა მაღლაკელიძეც.
“1999 წელი იყო განსაკუთრებული დაიბადა ჯერ ჩემი დუდუ, მერე ჩემი ნიკო…
გუშინ ქალაქის ცენტრში ჩამიცხრილეს ნიკო! ყველაზე ნათელი გონების ადამიანი, ჩვენი იმედი… რომ ვეუბნებოდი ამას, იცინოდა,- გაჩერდიო… 22 წლის ნიკო აღარ გვყავს.. მარტო ჩვენ არა მსოფლიომ დაკარგა უნიჭიერესი ადამიანი! გამთენიისას გარდაიცვალა 9 ტყვიით! რა გითხრათ მე მკვდარი ვარ ნიკოსთან ერთად და არ ვიცი ამ დამპალ ქვეყანას როგორ ვანდო ჩემი შვილის ცხოვრება!! ან თქვენ როგორ უნდა იყოთ მშვიდად აქ არ მესმის!!!”-წერს ხათუნა მაღლაკელიძე.