ვიკა ბუკიამ ფეისბუქში დაწერა:
“მამებს მოეფერეთ ხშირად, გოგოებო. აი, შეიძლება სულ არ გგონიათ, რომ ამხელა გავლენა აქვთ თქვენს ცხოვრებაზე. შეიძლება ნერვებს გიშლით მათი ბუზღუნი, ზედმეტი კითხვები; მაგრამ მერე წავლენ. თან გაიყოლებენ ამ კითხვებს, მესიჯებს, ზარებს, საყვედურებს. თან წაიღებენ მოფერებას, ტკბილ სიტყვებს, ჩახუტებას, სიყვარულს. და ისე მოგენატრებათ ეს ყველაფერი, ისე დაგაკლდებათ.. გამოუვალო ვითარებაში იგრძნობთ თავს.
მენატრები, მამ, რამდენჯერ უნდა გითხრა რომ მენატრები. და რა? არაფერი არ იცვლება.”