მსახიობმა ენდი ძიძავამ ცოტა ხნის წინ სასტიკად მოკლულ ნიკო კვარაცხელიაზე ისაუბრა და იმ ტკივილზე, რაც ამ ტრაგედიამ მოუტანა. ის ასევე შეეხო თავისი ოჯახის ისტორიას, იმას, მის შვილს სკოლის მასწავლებელმა როგორ წამოაძახა, რომ ,,კანონიერი ქურდის” შვილი იყო. ,,ჩემმა შვილმა მეშვიდე კლასამდე არ იცოდა მამის სტატუსი. მას ვეუბნებოდი, რომ ბიზნესმენი იყო”, – მოუყვა ქალბატონი ენდი მაყურებელს.
ენდი ძიძავა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობია. მისთვის 2019 წლის თეატრალური სეზონი განსაკუთრებული აღმოჩნდა. მას თეატრალურ ფესტივალ ,,დურუჯის” პრემია გადაეცა ნომინაციაში “წლის საუკეთესო ქალი მსახიობი”. ქალბატონ ენდისთან ინტერვიუ ,,სარკემ” სწორედ მაშინ ჩაწერა.
ენდი ძიძავა:
-გაცილებით სერიოზული ქალების როლი მითამაშია და ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს როლი ასეთი წარმატებული აღმოჩნდებოდა….გამარჯვებას არ ველოდი. სახელი და გვარი რომ გამოაცხადეს,ცოტა ხანი გონს ვერ მოვედი.
–ცოტა ხნის წინ დაბადების დღე გქონდათ.ვარდების უზარმაზარი თაიგული მოგართვეს.ვინ გაგიკეთათ ეს საჩუქარი?
–ჩემი შვილი ყოველ დაბადების დღეზე მიწყობს სიურპრიზებს. წელსაც სურდა დიდი სიურპრიზის გაკეთება, მაგრამ კატეგორიული უარი ვუთხარი. ამის შემდეგ მამასთან ერთად გაიარა ეს საკითხი და ჩემი შვილის მამამ 1001 ვარდი გამომიგზავნა.
–ამით ხომ არ მიგანიშნათ, რომ სურს, ერთად გააგრძელოთ ცხოვრება?
–მას არ ჰყავს ოჯახი,მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი თანაცხოვრება არ იგეგმება. ჩვენი ხიდი არის საერთო შვილი. ის არ ადუნებს ჩემ მიმართ ყურადღებას, არც მე – მის მიმართ, მაგრამ ეს ხდება ჩვენი შვილის ფარგლებში.