ტელეწამყვანი, გვანცა დარასელია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ კორონავირუსის პანდემიისგან ძალიან გადაიღალა.
„ვიცი, „სთორებში“ ვერ ვარ აქტიური, ეტყობა, გადავიღალე, ცოტა დავისტრესე კიდეც. ცუდ ამბავს ცუდი ამბავი მოჰყვება და არაფრის განწყობა აღარაა ზოგჯერ.
მთელი წელი რომ გულის ფანცქალით ელოდება ერეკლე, დღეს ის ბანაკი საბოლოოდ გაუქმდა. პანდემია ისევ მძვინვარებს. მინდა, რომ ადამიანები არ კვდებოდნენ, ხალხი ყოველდღიურად არ ღატაკდებოდეს, მინდა, რომ სრულ უიმედობაში არ ჩავვარდეთ, მინდა, რომ ყველა გადავრჩეთ!
მინდა, რომ ქუჩაში ერთმანეთს არ სცემდნენ! მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იარონ ბანაკში, სკოლაში, ბაღში, მინდა, რომ შემერგოს მთელი წლის ნანატრი შვებულება, მინდა, რომ ყოველწუთიერად აღარ გვეფიქრებოდეს უხილავ მტერზე! მინდა, რომ სულ ვიღიმოდეთ! მგონი, მინდა კი არა, აუცილებელია, რომ ვალერიანის წვეთები დავლიო, დავიძინო და ხვალ კარგ ხასიათზე გავიღვიძო!“ – წერს დარასელია.