თამუნა თანდაშვილის ინფიცირების მძიმე ისტორია, ალბათ ბევრს გახსოვთ, საბედნიეროდ, თამუნამ კორონავირუსთან ომი მძიმე დღეების შემდეგ მოიგო და ის გამოჯანმრთელებულთა რიცხვს შეუერთდა.
ამჯერად თამუნა სტატუსს აქვეყნებს და იმ ადამიანებს მიმართავს ვინც არ იცრება და არც წესებს იცავს პანდემიისგან დასაცავად.
„1 თვის წინ სადაც ვიყავი და როგორც გახსოვთ ხო?
არც მსახიობი რომ არ ვარ და არც ბოტი ესეც იცით. რომ არ იცრებით, რა გაძინებთ სახლში მშვიდად?!
ქუჩაში მხვდებიან უპასუხისგმებლო ახალგაზრდები, კაფეები გუგუნებს 10 ის შემდეგ, მერე რა რომ 20 წლის ბავშვები კვდებიან და 70 წლის ბებოები ვეღარ ბრუნდებიან სახლში
მერე რა?!
ხო ალბათ“- წერს თამუნა თანდაშვილი.