„გოგიჩა ბაბუ, ჩვენ უფრო მეტნი ვართ და შენ რომ გიხარია, ისე დავფრინავთ…“

444

ნათია ბანძელაძე ოჯახთან, მეუღლე გიორგი გოგიჩაიშვილთან და ქალიშვილებთან ერთად გადაღებულ ძველ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც „რუსთავი 2“-ში სტუმრობოსას აქვთ გადაღებული და წერს, რომ მათი ოჯახი კიდევ უფრო დიდი გახდა, შეგახსენებთ, რომ ახლახან ნანუკა გოგიჩაიშვილი დედა გახდა. ნათია ბანძელაძე აღნიშნავს, რომ გოგიჩა ბაბუს როგორც გაუხარდება, ისე ცხოვრობენ:

„ჩვენი ყოველი წელი უფრო ძლიერი სიყვარულით იზრდება, ახალი კეთილი მზის სხივებით!!! ❤️🐥აივი -გოგიჩების სიყვარულის ნაყოფია ! ჩვენ უფრო მეტნი ვართ და უფრო  დიდი სიყვარულით!  ❤️🐥ეს ყველაზე ტკბილი და სიკეთით სავსე  ზღაპარი დიდი ხნის წინ დაიწყო და ისევ დიდი სიყვარულით გრძელდება! ჩვენ ყველა ერთად, ერთმანეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს, ისევ სიყვარულს ვაგროვებთ!  აივის გაუმარჯოს !!! ამ დღეს, როცა ბედნიერების ათვლა დავიწყეთ არ სრულდება… ზღაპარი ისევ ბედნიერების სხივებით  და ახალი ფერებით იზრდება, გოგიჩა ბაბუ, ჩვენ უფრო მეტნი ვართ და შენ რომ გიხარია, ისე დავფრინავთ, გმადლობ, რომ ასე შეგიძლიათ, მიყვარხართ“