“ყველას ჩვენი კარდაშიანი გვყავს”- როგორ აფასებენ ვაშალომიძის ფოტოსესიას

392

თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ის კიმ კარდაშიანის ცნობილი „ლუქის“ იმიტაციას აკეთებს.

როგორც ცნობილია, კიმ კარდაშიანი Met Gala-ს ღონისძიებაზე ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი არაორდინარული სამოსით გამოჩნდა.

თამო ვაშალომიძემ კი მსგავსი სამოსი მოირგო და ორიგინალური ფოტოსესია მოაწყო, რასაც სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა:

„თეთრი ვაშალომიძე ჯობს შავ კარდაშიანს“, „ყველას ჩვენი კარდაშიანი გვყავს”, „ნუ ბაძავს სხვებს, რამე ახალი შექმენი“, „აბა რა, ვისზე ნაკლები ხარ?!“ – წერენ „ინსტაგრამზე“.