“მამა რომ გარდაიცვალა, 6 ბლოკი სიგარეტი მოვწიე… ისრაელში დედას ონკოლოგმა მირჩია თავის დანებება…“

2,493

მომღერალი ნინი ქარსელაძე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმარი იყო. მომღერალმა საზოგადოებას უამბო იმის შესახებ თუ როგორ დაანება სიგარეტს თავი და აღნიშნავს, რომ რომ ამ მავნე ჩვევას დედის ონკოლოგის რჩევით გამოემშვიდობა.

„სამი წელია, რაც აღარ ვეწევი. ჩემდა სამწუხაროდ, ვიყავი მწეველი 15 წლიდან. დედა რომ ჩავიყვანე პირველად ისრაელში, იქ ონკოლოგმა მითხრა, თუკი ეს არ არის ძირითადი მიზეზი, რაც დედაშენს სჭირს, 90% მაინც არის მაპროვოცირებელი იმ ცუდი დაავადების, რაც დედას აქვსო. გადავედი ელექტროსიგარეტზე.

რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ჩავედით ერთ-ერთ ქიმიაზე, ისევ მომიწია ამ ექიმთან შეხებამ, მითხრა, ახლა ეს სიგარეტიც ამოუდე მანქანას, რომ ბორბლებით გადაუაროო და მივხვდი, რომ სრულად უნდა დამენებებინა თავი…

სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიჭირდა. ტვინში ფსიქოლოგიურად სულ მქონდა, რომ ნერვიულობის პერიოდში უნდა მომეწია. მამა რომ გარდაიცვალა და დავითვალე, მხოლოდ იოგურტი მქონდა ნაჭამი და ექვსი ბლოკი სიგარეტი მოწეული. მივხვდი, რომ ესეც ფსიქოლოგიურია, რომ ნერვიულობაზე უკიდებ სიგარეტს. ეს ყველაფერი ჩვენი ტვინიდან მოდის და როგორც კი ამას გადალახავთ, ჩემსავით ბედნიერი და გაღიმებული გაიღვიძებთ ყოველ ახალ დღეს…“ – ამბობს ნინი ქარსელაძე.