ნინო ჩხეიძემ “კრუელას“ კაბა მოირგო (ფოტოები)

1,663

მომღერალი ნინო ჩხეიძე ისრაელში კერძოდ, ქალაქ აშდოთში იმყოფება, სადაც კონცერტს ატარებს, ქართველ სელებრითებთან ერთად. 

მომღერალი საკუთარ ჩაცმულობასა და სასცენო კოსტიუმებს ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს. ამჯერად ისრაელში გამართულ კონცერტზე მან „კრუელას“ მსგავსი კაბა მოირგო.

„კრუელა“ „დისნეის“ ახალი ფილმია, სადაც ცნობილი გმირის როლს ემა სტოუნი განასახიერებს. ფილმში ძალიან სახასიათო კოსტიუმებია გამოყენებული, როგორც ჩანს, ნინოს ეს დიზაინი ძალიან მოეწონა და იგივე კაბა შეიკერა.

მომღერალმა არაერთი კომპლიმენტი მიიღო.

„არაჩვეულებრივი მომღერალი და პიროვნება“.

„ნიი, რა საოცრად გამოიყურებიიი“.