ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, „ფეისბუქის“ გვერდზე გუბაზ სანიკიძის შესახებ შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„ეს ბიჭი ჩვენთან აღარაა “დიდი ხანია” და ვისთანაცაა, ურჩიეთ ესეთი სისულელეების ლაპარაკი და მუცლით მეზღაპრეობა ქვეყანას აზიანებს.“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი და სანიკიძის მიერ გაკეთებული განცხადების „სქრინს“ დებს.
პოსტის კომენტარებში კი შემდეგს წერს:
„ჩემი საქმე არაა სად იყო, სადაა და სად წავა. საწყენია რომ ამერიკის ელჩს მის ზღაპარზე განცხადების გაკეთება უწევს.“