ნატა გულიაშვილი გუშინ სიცრუის დეტექტორის სტუმარი იყო, სადაც შორენა ბეგაშვილზე სკანდალური განცხადება გააკეთა.
ნატა გულიაშვილმა გადაცემაში საუბრისას განაცხადა, რომ ის და შორენა ბავშვობიდან მეგობრობდნენ და მეზობლები იყვნენ.
“შორენა ბეგაშვილი მე მბაძავს, მან თავის გადაცემაში თქვა, ნატა გულიაშვილი მე დამემსგავსაო. “ამტანი” 2005 წელს გამოვიდა, ხოლო შორენა 2008 წელს გახდა ცნობილი. იმ პერიოდში შორენა იყო სულ სხვანაირი და მეუბნებოდა შენნაირი ცხვირი მინდა, ნატა ლაინერი არ წაისვა და ჩემთან ისე ამოდიო. მე 17 წლიდან ვხმარობ ლაინერს თვალზე. შორენა მეუბნებოდა, იქნებ ფანქარი არ წაისვა, მინდა დაგაკვირდე როგორი თვალის ჭრილი გაქვსო, მოსწონდა ჩემი ცხვირი, მკერდი, უკანალი და ა.შ.
ხმამაღლა ნათქვამად არ ჩამეთვლება, ის მე მბაძავდა, მას სჭირდებოდა ვინმესთვის მიებაძა, ცნობადი რომ გამხდარიყო. ერთ-ერთ წვეულებაზე ვიყავით და იქაც აღნიშნეს, როგორ გავხართ ერთმანეთს, ალბათ კუზანოვს შენი ფოტო მიუტანა და უთხრა, ნატა გულიაშვილს დამამსგავსეთო.
შორენა კარგი გოგო იყო, მაგრამ ის ნაკვთები რომელიც ახლა აქვს, ასეთი არ იყო. სხვანაირი გარეგნობის გოგო იყო და ვინმეს ერთმანეთისთვის მივემსგავსებინეთ. მე ყველაფერი ბუნებრივი მაქვს, მაგას გაკეთებული” – განაცხადა გულიაშვილმა.