Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ქონება 2.3 მილიარდ დოლარზე მეტით გაიზარდა. ამის შესახებ გამოცემა Forbes წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, სოციალური ქსელების გიგანტის შემქმნელმა კვირის დასაწყისში დაკარგული 6.4 მილიარდიდან მხოლოდ მესამედის, 2.3 მილიარდის დაბრუნება მოახერხა.
ცუკერბერგი Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში კვლავ მეექვსე ადგილს იკავებს. ამ დროისათვის მისი ქონება 119 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ორშაბათს სოციალურ ქსელში გლობალური შეფერხება მოხდა.
გლობალურ შეფერხებასთან დაკავშირებით Facebook-მა განცხადებაც გაავრცელა.
Facebook-ის შეფერხებამ მარკ ცუკერბერგი 6,4 მილიარდით აზარალა.
სოციალური ქსელ Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა.