“ძალიან ბევრი სექტანტი აღმოჩნდა ჩვენს ქვეყანაში”

379

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე, სოციალურ ქსელში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება. ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩამდენმა ნებისმიერმა პირმა კანონის წინაშე პასუხი სრული სიმკაცრით უნდა აგოს, მათ შორის ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმაც.

„ქართველი ხალხი საკმაოდ გონიერია და დარწმუნებული ვარ ყველას ყველაფერი კარგად გვახსოვს, ვინ როდის, რა გააკეთა კარგიც და ცუდიც ჩვენი ქვეყნისთვის. კარგის არ აღიარება და ცუდის არ დანახვა მხოლოდ სექტანტებს ახასიათებთ, სამწუხაროდ ძალიან ბევრი აღმოჩნდა ასეთი ჩვენს ქვეყანაში.

მე პირადად ასე მგონია, რომ ყველა, ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტის ჩათვლით, დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს, რომ აღარავის აღარასოდეს აღარ გაუჩნდეს იმის ილუზია, რომ დანაშაულს ჩაიდენს და ეპატიება!
სამართლიანობა მე ასე მესმის !“ – წერს აჩიკო ნიჟარაძე.