ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ჩემს ამერიკელ მეგობარს პოლიტიკური და ბიზნეს კონსალტინგის ფირმა აქვს. კომპანია ამერიკული მასშტაბებით დიდი არ არის – დაახლოებით $500,000 ბრუნვა ჰქონდა 2019 წელს. დღეს მიუვიდა წერილი, რომ მის კომპანიას გამოუყვეს $7500 2 წლიანი კრედიტი 1% წლიური განაკვეთით. თუ ის, როგორც მფლობელი, ამ თანხას საკუთარ ხელფასში დახარჯავს ორი წლის შემდეგ გადასახდელი მხოლოდ კრედიტის 25% ანუ $1875 ექნება, დანარჩენს კი “პატიობენ”. მსგავსი შეთავაზებები მიიღო მასიურად საშუალი ფენამ. რთული წარმოსადგენი არ არის როგორი შედეგი ექნება ტრამპის რეიტინგზე ამ ნაბიჯს. $1200 ერთჯერადი დახმარება უკვე დარიგდა ამ კრედიტის გარეშეც.“