“სისხლი გამეყინა, მხოლოდ იმის მეშინოდა ემოციები არ გამქცეოდა და პირდაპირ ეთერში ღრიალი არ დამეწყო”

596

„პირველად გამიჭირდა, პირველად არ მომინდა სტუდიაში შესვლა… არანაირი ადრენალინი სრულიად დაცლილი და გაყინული ვყვებოდი მხოლოდ ერთ ამბავს, ამბავს გარდაცვლილებზე”, – ასე ეხმაურება „იმედის” ჟურნალისტი, ვარლამ წიკლაური ბათუმში მომხდარ ტრაგედიას.

„პირველად გამიჭირდა, პირველად არ მომინდა სტუდიაში შესვლა… არანაირი ადრენალინი სრულიად დაცლილი და გაყინული ვყვებოდი მხოლოდ ერთ ამბავს, ამბავს გარდაცვლილებზე, ნანგრევებში დაკარგულებზე და უიმედო წუთებზე…

სისხლი გამეყინა, მხოლოდ იმის მეშინოდა ემოციები არ გამქცეოდა და პირდაპირ ეთერში ღრიალი არ დამეწყო. ასე ჩაიარა 8 საათიანმა პირდაპირმა ეთერმა.. საშინლად მტკივა ყველა კადრი და ყველა დაკარგული სიცოცხლე“, – წერს ვარლამ წიკლაური.