„რა უნდა ქნას ნანგრევებში, მოყოლილმა პაწიამ, ზღაპარიც კი ბოლომდე, ვერ მოუყვა ბაჭიამ“

733

ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, მომღერალმა ლაშა ღლონტმა ლექსი დაწერა, რომელსაც სოციალურ ქსელში აზიარებს.

ლაშა ღლონტი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო.

„ჩემ საყვარელ ეზოში,
ჩამოშლილი კედლები,
ამ ქათქათა ბათუმში,
ერთ ღამეში ვბერდები!!!

რა უნდა ქნას ნანგრევებში,
მოყოლილმა პაწიამ,
ზღაპარიც კი ბოლომდე,

ვერ მოუყვა ბაჭიამ,

ვერც დედიკომ უმღერა,
მას ძილის წინ ნანები,
მხოლოდ ბიძამ ჩაიკრა,
გაუგრძელა წამები,

ჩემ საყვარელ ეზოში,
ჩამოშლილი კედლები,
და ქათქათა ბათუმში,
ერთ ღამეში ვთეთრდები!!!

ლ.ღლონტი

10.10.21წ.

ვიზიარებ😭😭😭😭“, – წერს ლაშა ღლონტი.