“სასწრაფოდ გასახლებული მოსახლეობა უკან შემოასახლეს მეორე დღესვე, ქირას ვერ გადაგიხდითო”

755
დიზაინერი სოფიო ბალანჩინი წერს, რომ დედამისის კორპუსსაც იგივე საფრთხე ემუქრება.
,, იგივე ბედი მოელის იმ კორპუსსაც, სადაც დედაჩემი ცხოვრობს. ჭერი ჩამოინგრა გვერდით სადარბაზოში, და სასწრაფოდ გასახლებული მოსახლეობა უკან შემოასახლეს მეორე დღესვე, ქირას ვერ გადაგიხდითო.
იგივე ბათუმის მერია რამდენიმე თვეა, ინვესტორს არ აძლევს უფლებას, 22 სართულიანი სახლი ააშენოს ამ კორპუსის ადგილას და თავად დააკმაყოფილოს საცხოვრებელი ფართებით ადგილობრივები (აბსოლუტურად ყველა მესაკუთრე დათანხმდა პირობებს).
ქალაქის იერსახეს უფრთხილდებიან თუ ინვესტორს ვერ ჩაუხტნენ წილში, ეგ გასარკვევია კიდევ. მოკლედ, შემოხაზეთ 41 და ან წყალი წაგიღებთ, ან საკუთარი სახლის ნანგრევებში დაიხოცებით”.