მომღერალი გურამ ლომიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმაზე, თუ რატომ ვერ შედგა მისი პირადი ცხოვრება. როგორც ჟურნალი წერს, ის უკრაინელ მომღერალს ივანა მელაის დაშორდა, რომელთანაც რამდენიმეწლიანი ქორწინება აკავშირებდა. წყვილს ერთი გოგონა ჰყავს. გურამს წინა ორი ქორწინებიდან ასევე ჰყავს შვილები. მისი პირველი მეუღლე ხატია შამუგია გახლდათ, მეორე კი ამერიკელი ქალბატონი, რომელთანაც შვიდი წელი აკავშირებდა ქორწინება… მესამედ კი ივანა მელაიზე დაქორწინდა, თუმცა ეს ურთიერთობაც დასრულებულია.
„ივანასთან მიმართებით ყველაფერი კარგად და ლამაზად აეწყო. ულამაზესი ელიზაბეტი გვყავს, ბევრი კარგი და ლამაზი დრო გავატარეთ ერთად, არაფერს ვნანობ. ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს. რასაკვირველია, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩვენს ურთიერთობაშიც ბევრმა უთანხმოებამ და ხასიათის ჭიდილმა თავისი შედეგი გამოიღო. ამ თემაზე საერთოდ არ მიყვარს საუბარი…“ – ამბობს გურამ ლომიძე.