“ყველაფერთან ერთად ხალხიც სულელი გონიათ, როგორც ჩანს”

562

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ აქციას ეხმაურება:

“მიშას მომხრე რომ არ ვარ, კი იცით, მაგრამ იმ პარტიების პოზიცია, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პარტნიორბენ, მასთან კოალიციური მთავრობის შეკვრას აპირებენ, მაგრამ თან  იძახიან, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე არ მივალთო, არის ფარისელობის პიკი.
ანუ რას ამბობენ – ნაცები გვინდა, მაგრამ მიშა არაო. კი მაგრამ ამ ხალხს ჯერ არავინ უთხრა, რომ ნაცები მიშას გარეშე არ არსებობენ და ამ პარტიის რეტინგის ალბათ ორი მესამედი სწორედ მიშას რეიტინგია? ანუ მიშას ხმებით ხელისუფლებაში მოსვლა გვინდა, მაგრამ მიშას გამო თავს არ შევიწუხებთ, ხალხმა მასთან რომ არ გაგვაიგივოსო.
ყველაფერთან ერთად ხალხიც სულელი გონიათ, როგორც ჩანს”, – წერს მეტრეველი.