დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე ხელისმომწერებს მიმართავს:
„პეტიციაზე ხელის მომწერნო!.. რასაკვირველია, ყველა ადამიანს თავისი შეხედულება და პოზიცია აქვს, მით უმეტეს, ხელოვან ადამიანს, მაგრამ აქ არის ერთი და მთავარი ფაქტორი!.. ეტყობა, ამნეზია დაგემართათ?!
ვის გამოშვებას ითხოვთ?!
ამ ჯალათი სააკაშვილის?!
ვის გვერდით დგახართ, ამ სისხლის მსმელების?!
თქვენი შვილები და შვილიშვილები არ გეცოდებათ?! იქნებ, აუხსნათ, ან ეს მცირე ჩამონათვალი წააკითხოთ, რას სჩადიოდა სააკაშვილის მის გუნდთან ერთად?!
საკუთარი ერი არ აწამეს?!
– საკუთარი ერი არ გაძარცვეს?!
– აქციები სისხლში არ ჩაახრჩვეს?!
– რუსთაველზე გვამები ჯიხურზე არ შემოყარეს?!
– 26 000 ფაილი არ გადაიღეს?!
– ქართველი მეომრების გვამები ჯერ კიდევ თბილი იყო და უკვე რუსთაველზე „ომის მოგება“ არ იზეიმეს?!.
– ქართული მოსახლეობა მოტყუებით მტრის ხახაში არ ჩატოვეს?!
– 3 დღეში მთელი საქართველო, კოდორით და ახალგორით, რუსებს არ გადააბარეს?!
– 120 დაკარგულ სოფელს, ქვების გროვა არ უწოდეს?!
– 30 000 თურქს რომ საქართველოს მოქალაქეობა მისცეს ომისა და ბრძოლის გარეშე…
— პატარა ბიჭები, „დილიხორის“ გამო, ქუჩაში არ ხვრიტეს?!
– ქართველი ოფიცრები, ზღვაში გაყვანილი და თავში გასროლით, ფეხზე თოკით და ქვებით, ზღვის ფსკერზე არ გაუშვეს?!
— ამერიკელებზე მიწერილი პატაკისთვის, შავაძეს წამებაში სული არ ამოხადეს?!
— საკუთარი მოღალატეობრივი საქმიანობის გადასაფარად, თეთრაძეს წამებაში სული არ ამოხადეს?!
— სამეგრელოს სამალავებში, უბრალო გალელ გლეხებს
წამებაში და გაუპატიურებაში სული არ ამოხადეს?!
— საკუთარ მოსახლეობას ხურჩაში ტერაქტი არ მოუწყვეს?!
– გაჭირვებულ მოზარდებს, უპატრონო ჯართის ხელის ხლებისთვის 10-11 წლები არ მიუსაჯეს?!
– სვანეთს სამხედრო მოიერიშე ვერტმფრენებით ჯოჯოხეთი არ მოუწყვეს?
– ბათუმიც კინაღამ არ გადაწვეს?!
– დღესაც სულ დამხობა, დაქცევა არეულობაზე არ ნატრობენ?!
– პატრიარქზე, თავისი საწამლავებით, ციანიდებით და ეკლესიაზე შეტევა არ მიიტანეს?!
– წაგების მერე, ქვეყანა არ მოიძულეს?!
– ბიჭო, ამას, სანთებელით თივის ზვინზე გაკვრა მოერიდებათ?!
– ხალვაშის საწყობი არ დაწვეს?!
– პოლიცია ჯარს „ბადრის რაააა“ არ აყვირეს?!
– დახვრეტილი შვილის საფლავზე მისული მამა არ ააფეთქეს?!
ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც ეგ თქვენი ბელადი სჩადიოდა მის გუნდთან ერთად, გაიგეთ?!
და ეს ნაბ…ები (უკაცრავად)კიდევ რომ ხარობენ, შეიძლება, „ქართული ოცნება“ არ მოგწონდეს, (ყველაფერი შედარებითია, მაგრამ არც კი შევადარებ ამ ნაცჯალათებს), მაგრამ ამ მწამებლების გვერდით როგორ დგახართ?!
რა მიშა, რის მიხო, რა გათავისუფლება?! ამათ გვერდით როგორ დგებით და ხმას აძლევთ, გეკითხებით?!
P.S. და მთავარი ცოტა უხერხული „კრიმინალი მთავრობისაგან“, რასაც თქვენ დღევანდელ მთავრობას უწოდებთ მათ მიერ გარემონტებულ შენობებში მოღვაწეობთ, ფინანსდებით და ხელფასებს იღებთ. ცოტა უხერხულია. ეს ისე…“