“გულის გასახეთქი ამბავი… კუბო მაჩუქეს”

1,570

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“გულის გასახეთქი ამბავი.
მეგობარს სატვირთო ვეთხოვე და ბოლო დღეებში შეგროვებული მეორადი ავეჯი, სამოსი და ცოტა საკვები წავიღე რაიონში!

 უკანა გზაზე ხაჩიძეების ოჯახმა დიდი მოწიწებით და ბოდიშებით საჩუქარი გამიკეთა.
არც მეტი და არც ნაკლები, კუბო მაჩუქეს!
ჰო, ჰო, კუბო.
მოხუცი ბებოსთვის ჰქონიათ წინასწარ გამზადებული. მას კი ემიგრანტი შვილის იტალიიდან გამოგზავნილი სასახლე ჩამოსვლია და უბრალო, ხის კუბო ჩავდე სატვირთოში.
უბედურება კი ისაა, არ ვიცოდი რომელი ოჯახისთვის მიმეცა ეს უცნაური საჩუქარი.
გუშინ და გუშინწინ 2 ბენეფიციარი დამეღუპა და ორივეს ოჯახმა ტირილით დამირეკა, სასახლეს ვერ ვშოულობთ, გვიშველეო.
მოკლედ, ქვეყანაში გვაქვს კუბოების დეფიციტი, რაც ნიშნავს იმას რომ ბევრი ადამიანი იღუპება.
სასახლეებზე ფასების გაორმაგებისთვის კიდევ ცალკე მოგეთხოვებათ!!!
ჭირისუფალს მინიმალური 500 ლარის ნაცვლად, 1200 ლარს რომ სთხოვ და იქაც დიდ რიგში ჩადგომას აიძულებ… ქოცი ხარ, აბა რა ჯანდაბა ხარ “, – წერს გიგა მაქარაშვილი.