“მაინტერესებს იმ ექიმის ვინაობა, რომელიც კოვიდინფიცირებულს მე-7 დღეს აძლევს უფლებას , გარეთ გავიდეს, აქციაზე მივიდეს და დუჟები აფრქვიოს “
მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე ეხმიანება 14 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციას, სადაც გიგი უგულავაც იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის დადასტურებიდან მხოლოდ 7 დღე იყო გასული და წესის მიხედვით, მინიმუმ 12 დღეა საჭირო იზოლაცია.
“ძალიან მაინტერესებს იმ ექიმის ვინაობა, რომელიც კოვიდინფიცირებულს მე-7 დღეს აძლევს უფლებას , გარეთ გავიდეს, აქციაზე მივიდეს და დუჟები აფრქვიოს! კონტაქტების გამო 12 დღე გამომწყვდეულია ხალხი სახლებში”– წერს ნანა ლორთქიფანიძე.