ტვ პირველის დირექტორი და დამფუძნებელი ვატო წერეთელი ნინო ჟიჟილაშვილის და ვახო სანაიას “ფორმულაში” გადასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ეკრანიდან არ გამიგია, რომ პოლიტმეტრი ტოვებდა “ტვ პირველს”, თუმცა ეპილოგით მაინც გაოცებული ვარ. არ მწყენია. გამიკვირდა.
არავის გაუშვია ნინო და ვახო არხიდან და არც არავინ ჩარეულა მათ თავისუფლებაში, უნდოდათ გადასვლა და გადავიდნენ სხვა ტელევიზიაში. წარმატებებს ვუსურვებ მათ ,,ფორმულაზე”.
მე კი ველოდები ახალ შემოტევებს “ტვ პირველის” წინააღმდეგ. ყოველთვის ვიამაყებ ჩემი ტელევიზიის თავისუფლებითა და დამოუკიდებლობით, დანარჩენს მაყურებელი თავად ნახავს”