ინდოეთში, ოდიშას შტატში, 17-წლის მოზარდმა ქორწილიდან ერთი თვის შემდეგ თავისი 26 წლის ცოლი გაყიდა. ამის შესახებ Hindustan Times-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აგვისტოში წყვილი რაჯასტანში გაემგზავრა, აგურების ქარხანაში სამუშაოდ გაემგზავრა, შემდეგ კი ბიჭი სახლში მარტო დაბრუნდა და განაცხადა, რომ ცოლმა მიატოვა. მოზარდი ქალის ოჯახის განცხადების შემდეგ დააკავეს. პოლიციელებმა დაადგინეს, რომ მან ცოლი რაჯასტანის მკვიდრს 180 ათას რუპიად (დაახლოებით 7 530 ლარი) მიჰყიდა, მიღებული თანხა კი სმარტფონსა და საჭმელზე დახარჯა.
ამის შემდეგ პოლიციელები რაჯასტანში გაემგზავრნენ, მაგრამ იქ პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან ადგილობრივებს ქალის გაშვება არ უნდოდათ. სამართალდამცველებმა ქალის სახლში დაბრუნება მაინც მოახერხეს, სასამართლომ კი 17 წლის მოზარდი გამოსასწორებელ დაწესებულებაში გაგზავნა.