რა ღირს და როგორ გამოიყურება დემნა გვასალიას კიდევ ერთი ახალი ფეხსაცმელი

617

დიზაინერმა დემნა გვასალიამ ფეხსაცმლის “Clones” კოლექციიდან ახალი ნამუშევარი წარადგინა. ბრენდის “ფეისბუკ” გვერდზე აღნიშნულია, რომ ახალი მოდელის ღირებულება 725 აშშ დოლარს შეადგენს.

როგორც ყოველთვის, დიზაინერის მიერ შექმნილ აღნიშნულ მოდელსაც მომხმარებელთა დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ცნობისთვის, VETEMENTS-ის დამფუძნებელი დემნა გვასალიას არაორდინალური კოლექციები მუდმივად განხილვის და აღფრთოვანების საგანია. მოდის კრიტიკოსები დემნას მოდის სფეროში გარდამტეხ დიზაინერს უწოდებენ. ის მსოფლიო მოდისა და სტილის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიაში არაერთხელ მოხვედრილა.