მსახიობი და რეჟისორი, ლარისა ხაჭაპურიძე და მისი მეუღლე, მსახიობი ნუკრი გამყრელიძე კოვიდს ებრძვიან. განსაკუთრებით მძიმედ ბატონი ნუკრია. ქალბატინი ლარისა ემოციურ პოსტს აქვეყნებს, წერს, რომ კლინიკაში გარდაცვლილი შვილი გამოეცხადა.
,,იმ დღეს როდესაც ჩემი და ნუკრის მდგომარეობა პიკში შევიდა და გაგვიჭირდა, რა თქმა უნდა, ნუკრის უფრო მეტად გაუჭირდა, ვიდრე მე. ისეთი გრძნობა იყო, თითქოს დავადება თავიდან დაიწყო.
თავთან დავუჯექი და მის სუნთქვას ყური დავუგდე. სუნთქავდა ხმაურით, ძნელად. ექიმმა მუცელზე დააწვინა, რათა ფილტვები გაშლილიყო და მეტი ჰაერი ჩაესუნთქა. ცოტა ხნით ჩაეძინა.
მერე მე დამასხა ოფლმა, ავწრიალდი, წნევამ ამიწია, თავი ამტკივდა… მედდა ნათია ნანიტაშვილი მამშვიდებს და ვენასექციას მიცვლის. უცებ კარი გაიღო და ჩემი პატარა დათო გამოჩნდა. ეს არ იყო სიზმარი, ეს უფრო ხილვა იყო. ფეხებზე მომკიდა ხელი _ დედუნა, როგორ გაგცივებია ფეხებიო.
თავფეხშექცევით დამიწვა, ჩემი ფეხები გულში ჩაიხუტა, მეფერებოდა… ვინ წარმოუდგენს ეს რა იყო, ეს იყო ნირვანა. მთელი ღამე ამ ნებივრობაში გავატარე და უსაშველოდ ბედნიერი ვიყავი.
დილით ვხედავ დათო ამდგარა და მიდის.
_სად მიდიხარ, დე?
-დედუნა, შენ უკვე გაგითბა ფეხები, ახლა მამიკოსთან მივდივარ, ძალიან უჭირს. არ შეგეშინდეს, ყველანი თქვენს დასახმარებლად მოვედით, _ მითხრა დათუნამ. შევხედე და ჩვენი მიცვალებულები თავზე გვადგნენ… წამიერად გამოვფხიზლდი, ნუკრის გაღვიძებოდა და მე მიყურებდა გაკვირვებული…” – წერს მსახიობი.