მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ვიდეოს ქვეშ წაკითხული აგრესიული კომენტარების შესახებ წერს.
კონკრეტულად, რომელ ვიდეოზეა საუბარი უცნობია, თუმცა მომღერალი აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია რა დაემართა ერს, რომელიც მისივე სიტყვებით ყოველთვის გამოირჩეოდა სიყვარულით.
ნინი ქარსელაძე წერს:
„სულ შემთხვევით მოვხვდი ერთ-ერთი ვიდეოს (ნამრერის) კომენტარებში… სამწუხაროდ, წავიკითხე სრულად… გაოცებული ვარ… ენა ჩამივარდა… ჩემთვის ვზივარ და პასუხს ვერ ვპოულობ, რა დაგვემართა?! ერს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა სიყვარულით, ერთმანეთის გვერდში დგომითა და მეგობრობით… ასე როგორ შეგიძლიათ თქვენთვის უცნობ ადამიანს გული ატკინოთ?
ასე მიწასთან გაასწოროთ და დაუნდობლად გაიმეტოთ მსგავსი უზნეობისთვის? მეც ბევრი რამე არ მომწონს თქვენი, მაგრამ არასდროს გამჩენია სურვილი, ეს თქვენთვის სახალხოდ დამწერა და თან იმ სიტყვებით, რასაც თქვენ იმეტებთ.
ღმერთო, დაგვიცავი ამ ხალხისგან, კორონა თუ არა ეს უმსგავსო ადამიანები ნამდვილად მოგვკლავენ!“ – წერს ნინი ქარსელაძე.