“მოკლედ უკადრებელი იკადრეს! ფანატიზმის ეს ხარისხი ნამდვილად ვერ წარმომედგინა! ან მაგრად აღადავებენ”

1,076

მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“მამუკა მდინარაძემ ინტერვიუში თქვა, “შიმშილობის” ორმოცდამეერთე დღეს ველოდები, დარწმუნებული ვარ, ჯანმრთელად იქნება ის ადამიანი და სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდებაო და როგორი ფეიკი და ინტერპრეტაცია არ იკადრეს, ტვ პირველმა – “თუ არ მოკვდება”, – ასე თქვაო, ზოგმა – სიკვდილს ელოდებაო… მოკლედ უკადრებელი იკადრეს!
და ამის შემდეგ თავად?
დროშაზე, საქართველოს დროშაზე (!!!!) მიაწერეს მისი სახელი და აზიარებენ სოც.ქსელებში. ფანატიზმის ეს ხარისხი ნამდვილად ვერ წარმომედგინა! ან მაგრად აღადავებენ და ჰორიზონტალურად კი არა, ვერტიკალურად უნდა წავიკითხოთ”