“ამ წერილით მივმართავ ჩემს კოლეგებს განსაკუთრებით მათ ვისი პოლიტიკური ხედვა განსხვავდება ჩემი ხედვისგან”

427

ნიაზ დიასამიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“სალამი .. ამ წერილით მივმართავ ჩემს კოლეგებს განსაკუთრებით მათ ვისი პოლიტიკური ხედვა განსხვავდება ჩემი ხედვისგან .. ეს ჩემთვის ნორმალურია და ამის გამო ნამდვილად არ ვაპირებ ადამიანური ურთიერთობის დაკარგვას მათთან პატივს ვცემ თქვენს პოზიციას .. და ვინც მიყვარს ის მიყვარს .. ისეთი როგორიც არის პატივს ვცემ ყველას შრომას და არასდროს მიგრძვნია სურვილი ვინმეს წარუმატებლობის პირიქით მიხარია ნებისმიერის წარმატება ! ჩვენ ერთი ქვეყნის ერთი დედამიწის შვილები ვართ და დარწმუნებული ვარ რომ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე .. ადამიანის უფლება სიცოცხლის .. ჩვენთვის ყველასთვის უმთავრესია .. ადამიანურობა უპირველეს ყოვლისა … ვფიქრობ რომ უკიდურესად საჭიროა დღეს ჰუმანურობისთვის ერთიანი ძალის ხმევა ვიმეორებ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის უფლების დასაცავად .! ვიფიქროთ განსხვავებულად ! არჩევნებზე ხმა მივცეთ ვისაც გვსურს .. არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს როგ საკითხებში.. მაგრამ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად .. ადამიანურობა შევძლოთ . ერთად ! დღეს მიშას ჭირდება სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანა სიცოცხლის გადასარჩენად . ეს ყველა პატიმრის უფლებაა და არა ეკსკლუზივი. ვფიქრობ რომ ამ საუკუნეში ნამდვილად ელემენტარული და აუცილებელი უფლებაა . მიყვარხართ ! მჯერა! ნ.დ. Ps.”ბედის ბორბალი მრუდეა ვერ ავარიდებთ თავს , ის რასაც თავს არ ვუსურვებთ მას ნუ ვუსურვებთ სხვას. “#”