“ესენი გლოვობენ, შიმშილობსო, მე ვზივარ და ვლაზღანდარობ”

601

ადვოკატ მირიან ნიკოლაძეს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის არ სჯერა და თავისივე პოსტის ქვეშ ასეთ კომენტარს აკეთებს:

,,კაცს, რომელსაც ცხოვრებაში სიმართლე არ უთქვამს, კაცმა, რომელმაც წაგებული ომი და ამოხოცილი ქართველობა აზეიმა დანარჩენ ქართველებს, კაცი, რომელიც ორასით მოტყდა თვითმფრინავის ხმაზე და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცრემლებამდე აცინა, კაცი, რომლის მთელი ფსიქიკური სტრუქტურა ანგარიშსწორებაზეა აგებული საკუთარი ხალხის მიმართ და დღემდე მისი ბავშვობის ტრავმებს და სადისტურ მიდრეკილებებს ვეწირებით, კაცი გრძნობა-გონებით თაღლითი და არსით ცრუ, მაგის შიმშილობა დაიჯერება?,,

გაურკვეველი წარმოშობის ავანტიურისტი მათხოვარი. დგანან ესენი და ღავღავებენ კიდევ, ვაიმე, დედა, ხუთ ქილა თაფლზე მეტი არ უჭამია, რამე არ მოუვიდესო. ტიპი დასცინით და ესენი გლოვობენ, მე ვზივარ და ვლაზღანდარობ, აბა, რა ვქნა? არაა ეს სერიოზული ამბავი და…”.