,,გუბაზისა და ამერიკის საელჩოს ამბავზე გამახსენდა, 2010 წელია…”

1,640

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,გუბაზისა და ამერიკის საელჩოს ამბავზე გამახსენდა,
2010 წელია, მასობრივი დაჭერები მიდის საკნების აქციების დამთავრების შემდეგ, სახლიდან გამოვედი, უბნელი ბიჭები შემხვდენენ, ფორუმელები.
ის დროა, რომ ფორუმის დიდი ნაწილი ხელმძღვანელობას კითხვებს უსვამს გასაგები მიზეზების გამო.
გუბაზი კი ზის და აკეთებს, რაც ყველაზე კარგად ეხერხება-ხალხს აბოლებს.
სამნი არიან, რომელიღაც გადაცემაში ვიყავი წინა დღეს, პოლიტიკაზე დაიწყეს ლაპარაკი.
” კახა და გუბაზი ამერიკაში იყვნენ”- საიდუმლო ტონით მითხრა ერთ-ერთმა, “ობამას შეხვდნენ.”
“მერე?” – სერიოზული სახით ვეკითხები მე.
“მერე რამე ქენითო-კახამ უთხრა- ყელში ამოვიდაო ( აქ მან ხელი ყელთან მიიტანა) თორემ მეტს აღარ მოვითმენთო.”
“არ უთქვამთ თქვენთვის სიმართლე, ამერიკაში არ შეხვედრიან ობამას”-კონსპირაციული ტონით ვუთხარი და გარშემო მიმოვიხედე..
“აბა?”– ჩუმად ჩამეკითხა სამივე.
“ობამა იყო ჩამოსული, ლვოვის ქუჩაზე შეხვდა კახას და გუბაზას”-ვუთხარი სერიოზული სახითა და ტონით და სასწრაფოდ დავტოვე შეხვედრის ადგილი.
არ ვიცი ახლა რა ჭკუაზე არიან.
თუმცა ერთხელ დაბოლილი, როგორც წესი, ახალ დამბოლებელს ეძებს ხოლმე.
დამბოლებლების ნაკლებობას კი ნამდვილად არ უჩივის ჩვენი ტკბილი ქვეყანა.”