“ასე უაზრო და უბრალო მიზეზით არ უნდა დაგეტოვებინა ეს სამყარო”

305

ეს­პა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი სოპ­რა­ნოს, ლალი ჭი­ლა­იას გარ­და­იც­ვა­ლებას თამარ ივერი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“ყველასთვის უეცრად ჩვენმა კოლეგამ, ლალი ჭილაიამ დაგვტოვა. როგორ არავინ არ ველოდით შენს ასეთ უეცარ წასვლას. სულ რამდენიმე დღის წინ გვქონდა მიწერ-მოწერა. ღმერთო, რა დაუნდობელია წუთისოფელი ვინ იფიქრებდა რომ სრულიად ჩვეულებრივ, ბარძაყის ოპერაციას ვერ გადაიტანდი ასეთი მაღალი, დიდი და “ჯანით სავსე” ქალი. სიტყვებს ვერ ვპოულობ. ამომიტივტივდა შენი კონსერვატორიაში სწავლის პერიოდი და შენი ლამაზი ხმა.

 

ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული. ძალიან გვატკინე გულები. ასე უცებ, ასე უაზრო და უბრალო მიზეზით არ უნდა დაგეტოვებინა ეს სამყარო”, – წერს თამარ ივერი.

ეს­პა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი სოპ­რა­ნოს, ლალი ჭი­ლა­იას გარდაცვალებაზე ინფორმაციას მისი მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ. როგორც ირკვევა ქარ­თვე­ლი სოპ­რა­ნოს მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი თრომ­ბი გახ­და. რო­გორც მე­გობ­რე­ბი წე­რენ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა და ოპე­რა­ცი­ას გეგ­მავ­და.