ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ ახალი ვიდეო გამოაქვეყნეს. სპორტდარბაზში მყოფმა წყვილმა ერთ-ერთი ცნობილი ფილმის “ბინძური ცეკვები” სცენა გაიმეორეს.
„პირველი ცდა… სიყვარულს მართლაც შეუძლია ფრენა“ – დაწერა ირაკლიმ.
ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას წყვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი ხშირად აზიარებენ ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს, გამომწერებისა და გულშემატკივრებისგან კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებენ.