“აუცრელი ადამიანი აცრილის ჯანმრთელობის დამძიმებას ასე ელოდეს, არსად მინახავს”

422

შემოდიხართ და ტვინს მი**ნავთ (გინდა გეწყინოთ გინდა გეამოთ!) შინაური თუ გარეული, გესლიანი ვითომ ჩემსე ღელვით შეფარული მოლოდინით ემანდ რამე დამემართოს რომ შემოჰკრათ ტაში, აი ხომ ვამბობდითო!- ამის შესახებ მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ფეისბუქში წერს.

„აუცრელი ადამიანი აცრილის ჯანმრთელობის დამძიმებას ასე ელოდეს არსად არაფერი არ მინახავს.

ხო ჯერ ივნისში გავიკეთე ორი დოზა სინოვაკი და დღეს გავიკეთე პფაიზერის მე-2-ე დოზა.

ამაზე ჩემს ოფიციალურ facebook page-ზე ვსაუბრობ, შემოდიხართ და ტვინს მი**ნავთ (გინდა გეწყინოთ გინდა გეამოთ!) შინაური თუ გარეული, გესლიანი ვითომ ჩემსე ღელვით შეფარული მოლოდინით ემანდ რამე დამემართოს რომ შემოჰკრათ ტაში, აი ხომ ვამბობდითო!

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არც ერთი თქვენგანის საქმე არაა ვინ აიცრება და თუ აიცრება ისაუბრებს თუ არა !!! ყველას უმორჩილესად გთხოვთ თავი შეიკავეთ ე.წ. ზრუნვისგან, ლანძღვაზე და სატანის ძახილზე რომ არაფერი არ ვთქვათ!

ვისაც არ მოგწონთ ის როგორ და რას ვამბობ გააუქმეთ ამ გვერდის გამოწერა, არ ვიდარდებ არც თქვენ არ მოიშალოთ ნერვები!

აცრა იცავს!!!“, – წერს გიორგი სუხიტაშვილი.