“ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ იმ საშიშროებას, რის წინაშეც კაცობრიობა დგას”

662

“შეიძლება, გაგიკვირდეთ, რასაც ახლა დავწერ, თუმცა, დღეს უკვე გასაკვირი არაფერია. დღეს უკვე მხოლოდ ორი წუთით გვიკვირს, მერე სხვა რაღაც მოხდება და ის გაგვიკვირდება, ასე ვცხოვრობთ, სახტად დარჩენილები”, – გიორგი ჯაჯანიძე კოვიდრეალობის შესახებ “ფეისბუქზე” წერს.

ჯაჯანიძე ფიქრობს, რომ საზოგადოებას საშიშროება გააზრებული არ აქვს.

მე მაინც ვფიქრობ, ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, რა ხდება ჩვენს თავს, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ იმ საშიშროებას, რის წინაშეც კაცობრიობა დგას.

ადამიანები გაეთიშნენ ერთმანეთს.
ადამიანებს აღარ ესმით ერთმანეთის.
ადამიანებს უნდათ, ისე იაზროვნო, როგორც თავად აზროვნებენ.
ყველა ლიდერია და მისი აზრი უტყუარი.

მე ახლა სიცოცხლეზე და სიყვარულზე ვსაუბრობ.
პანდემია ისევ მძვინვარებს. ჩვენ უნდა გადავრჩეთ.
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე.
ავიცრათ ერთმანეთისთვის”, – წერს ჯაჯანიძე.