“ამ გადასარევი ბავშვების ტრავმირება დანაშაულია”

349

ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ამ გადასარევი ბავშვების ტრავმირება დანაშაულია. არცერთი, არც წინა და არც ახლანდელი და სავარაუდოდ არც მომავალი მთავრობა არ გვახატია გულზე და ყველა უფლება გვაქვს ამის. ერთადერთი ინსტინქტი, რაც უღალატოა, შვილების თაობის ფსიქიკის გადარჩენაა ჩვენი ყველას უგუნურებისგან. და რუსეთი რომ ყველგან თავის საცეცებს შლის, არც ამის დროა, მთელი ერი ფისქირებული ვიყოთ ერთ ემოციაზე. ძალიან რეალური გარე საფრთხეების წინაშე ვართ. არასდროს მიმიქცევია განსაკუთრებული ყურადღება ნიკა მელიასთვის, მაგრამ ბოლო დროს გამოავლინა თვისებები, რაც ნდობას იწვევს. როცა ამბობს, რომ შეწყვეტს აქციებს, თუ საავადმყოფოში გადაიყვანენ სააკაშვილს, მჯერა, რომ შეწყვეტს. ვენდოთ ერთმანეთს. არ გვაქვს სხვა გზა”