”სიკვდილი მებრძოდა, მაგრამ გადავრჩი”

547

,,მარიგოლდის” დამფუძნებელი თამარ ნადირაძე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ მან თავად დაწერა ფეისბუქში:

,,დავბრუნდი და დაგიბრუნდით. სიკვდილი მებრძოდა, მაგრამ, უფლის მადლით, დავამარცხე. დიდება უფალს, რომ გადავრჩი. მადლობა ,,ვიტა მედის” მედპერსონალს. კლინიკის ხელმძღვანელს თამარ ახვლედიანს და თავის საქმის
უზომოდ დიდ პროფესიონალს, რომა გოგოლაძეს და მთელ კოლექტივს, რომლებმაც თვეზე მეტი იბრძოლეს ჩემი გადარჩენისთვის. მინდა, მათ ვუთხრა, რომ ექიმების მიმართ რწმენა დამიბრუნეს.უღრმესი მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც მუხმოდრეკილები ავედრებდნენ უფალს ჩემს გადარჩენას, თითოელ მათგანს უღრმესი მადლობა. მადლობა ჩემს ოჯახს. მე თითოეული თგვენგანის
სიყვარულმა გადამარჩინა. გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ ერთმანეს”.