“ეს წინადადება ცხრა წლის წინაც აუცილებელია გვსმენოდა და იმის წინაც”

264

გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“არსებობს ძალიან მოკლე წინადადება:
ერთმა ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მეორე არ მოკვდეს.
ცხადია, ვიცი, რომ ეს წინადადება ცხრა წლის წინაც აუცილებელია გვსმენოდა და იმის წინაც. და რომ ვიცი, მით უფრო, წესით, ამას ახლა არც გრძელი შესავლები აღარ სჭირდება, არც ვაჟა-ფშაველას ყოველწამიერი შეწუხება და არც ღმერთის, თუნდაც მტრის სიყვარულის ურთულეს ამოცანას რომ გვისახავს მიზნად.”