“ ნაცების დღევანდელი “სირ-ტაკი” რატომ არ გარბოდა, დინამიურ დაჩქარებაში მაქსიმალური ეფექტის მისაღწევის მიზნით”
დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”მორბენალ სტრიქონს ტელეეკრანზე აქვს უნიკალური თვისება, რომელიც არ გამოეპარა არც მელიას, არც უგულავას – მას ტექსტის გაცილებით უფრო დიდი მოცულობის გადმოცემა შეუძლია.
გასაკვირია მაშინ, ნაცების დღევანდელი “სირ-ტაკი” რატომ არ გარბოდა, დინამიურ დაჩქარებაში მაქსიმალური ეფექტის მისაღწევის მიზნით.
ერთადერთი, რაც მათ აქამდე არ გამოუყენებიათ და საპროტესტო ჰორიზონტალურ გადაადგილებებს ნამდვილად დაამშვენებდა და შეავსებდა – ვერტიკალური და ბრუნვადი ფორმა იქნებოდა. ამით მიიღწეული იქნებოდა ის სინერგია, რომელიც ზეციური ძალებისაგან მათ ნამდვილად აკლია. ასე რომ, ლოგიკურად, შემდეგი აქცია იქნება – ადგილიდან ხტომა/ბრუნვის სახით. თუმცა, თუ ხტომის დროს ისინი გადაადგილებასაც შეძლებენ – რაოდენობრივად გაცილებით ეფექტურად გამოჩნდებიან.”